ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზვიად ციკოლია თვითმფრინავების ტესტირებისთვის ემზადება
22 ნოემბერი, 2017

ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია მის მიერ შექმნილი თვითმფრინავების სატესტო ფრენას 1 თვეში აანონსებს.

GBC-სთან საუბრისას დიზაინერი ამბობს, რომ ორ მოდელზე მიდის მუშაობა, რაც უახლოეს პერიოდში დასრულდება. სამომავლოდ, რა რაოდენობის თვითმფრინავების დამზადება მოხდება ჯერ ცნობილი არ არის.

ეს იქნება პირადი მოხმარების, გასართობ-სპორტული მოდელები, - აცხადებს ციკოლია, რომელმაც საფრენ აპარატებზე მუშაობის პარალელურად არც საათების მოდელები დაივიწყა და წელს და მომავალ წელსაც ახალი მოდელების წარდგენისთვისაც ემზადება.

ზვიად ციკოლია აღნიშნავს, რომ ამჯერად საქართველოს ჩათვლით, მისი ბრენდი 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა წარმომადგენლობის გაფართოვებაზე, თუმცა ამ თვალსაზრისით პრობლემას პროდუქციის შეზღუდული რაოდენობა წარმოადგენს. სამომავლო გეგმებს შორის ციკოლია, მაღალი ინტერესის და მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმოების ზრდას ასახელებს.

 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.