ქართული ღვინის ექსპორტის 70% ისევ რუსეთის ბაზარზე იყიდება. სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარში ექსპორტზე გასული 5,12 მლნ ბოთლიდან 3,534 მლნ ბოთლი რუსეთის ბაზარზე გავიდა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში მეორე ადგილზე უკრაინაა, სადაც პირველ თვეში 624 030 ბოთლი ღვინო გავიდა. შედეგი მოიტანა ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებამ დაბოლო პერიოდში წინაურდება. იანვარში ჩინეთში 250 238 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა.
მეოთხე და მეხუთე პოზიციაზეა ყაზახეთი (220 776 ბოთლი) და პოლონეთი (177 018 ბოთლი).
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ყაზახეთი - 108% (220 776), ჰონგ-კონგი 100% (15 486), იაპონია - 95% (26 892), ლატვია - 90% (116 226), უკრაინა - 55%(624 030), რუსეთი - 24% (3 534 780), პოლონეთი - 13% (177 018), ისრაელი - 12% (19 680), ნიდერლანდები - 39% (2 248) და სხვა.
www.travelingeorgia.ge