ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხიჭაური-გორხანაულის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო
13 ივლისი, 2018

შუახევის მუნიციპალიტეტის მთავრობა ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად ტურიზმის განვითარებას, ტურისტული და დასასვენებელი კერების მოწყობას მიიჩნევს.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ამ მიზნით დაიწყო ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური- გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რის შემდეგაც ტურისტებს, როგორც ადგილობრივებს ექნებათ დასვენების, გართობისა და თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობა.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე მოეწყობა ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, საბაღე სკამები და განათება. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 750 ლარი გამოიყო, მშენებლობას შპს ,,ნანგრუპი“ აწარმოებს.

იგეგმება ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე სუვენირების სავაჭრო ჯიხურის დადგმაც.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.