ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოში, საწურბლიას მღვიმეში სპელეოთერაპიის ცენტრი ამოქმედდება (ფოტო)
12 დეკემბერი, 2017

2018 წლის გაზაფხულზე წყალტუბოში, სპელეოთერაპიის ცენტრი ამოქმედდება. ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა „კომერსანტთან“ განაცხადა. საუბარია, საწურბლიას მღვიმეზე, სადაც აღნიშნული ცენტრი განთავსდება.

მისი ინფორმაციით, სპელეოთერაპიის ცენტრში ასთმური და ბრონხიალური შეტევების მქონე ადამიანებს შეეძლებათ მკურნალობა. ზურაბიანის განცხადებით, წყალტუბოში სპელეოთერაპიის ცენტრის მშენებლობა 3 თვის წინ დაიწყო. პროექტს გარემოს და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სპელეოთერაპიის ცენტრის მშენებლობა 2018 წლის იანვარში დასრულდება, ვიზიტორების მიღება კი გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

„საწურბლიას მღვიმე გამოირჩევა უნიკალური მიკრო კლიმატით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებისა და ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მიერ განხორციელდა მღვიმის შესწავლა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას აქვს სამკურნალო ეფექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მღვიმის კეთილმოწყობის სამუშაოები. ადგილზე განთავსდება სპელეოთერაპიის სივრცე და სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურა“-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე განმარტებით, წურბლიას მღვიმის მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საერთო ღირებულებით 647 777 ლარი.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.