წაყლტუბოში ყოფილი „სანატორიუმი ივერია“ 500 000 ლარად გაიყიდა. სანატორიუმი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში კომპანია „ივერია პალასმა“ საინვესტიციო ვალდებულებით იყიდა.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, ინვესტორი სასტუმროს მოწყობაზე 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 60 ადამიანს დაასაქმებს.
სასტუმროში 130 ნომერი იქნება, მასში განთავსდება საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი და მინიმუმ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.
www.travelingeorgia.ge