ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოს ტურისტული შესაძლებლობები მოსკოვის საერთაშორისო გამოფრნაზე წარადგინეს
17 სექტემბერი, 2018

წყალტუბოს ტურისტული შესაძლებლობები 11-13 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქში 24-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Otdykh International Russian Travel Market-ზე წარადგინეს.

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტენდი წყალტუბოს შესახებ, როგორც ბალნეოლოგიური/გამაჯანსაღებელი კურორტი. დამთვალიერებლები გაეცნენ ცენტრის მიერ დამზადებულ ბეჭდურ მასალას კურორტისა და სხვადასხვა ტურისტული ლოკაციების შესახებ.

"წყალტუბოსათვის რუსეთი ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. ასევე, თავის მხრივ ტურიზმის სფეროში ჩართული რუსები გამოხატავენ აღფრთოვანებას და დიდ ინტერესს ჩვენს მიმართ, რადგან წყალტუბო წლებია რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კურორტია", - განმარტავენ ცენტრში.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.