ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
WizzAir-ი GeorgianAirways-ს კონკურენციას პარიზისა და ბარსელონას მიმართულებებზეც გაუწევს
07 ოქტომბერი, 2017

WizzAir-ი GeorgianAirways-ს პრაღის გარდა კონკურენციას პარიზისა და ბარსელონას მიმართულებებზეც გაუწევს.

Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განმარტებით, მიუხედავად Wizz Air-ის მიერ დამატებული ახალი რეისებისა, ავიაკომპანია Georgian Airways-ი გეგმების გადახედვას არ აპირებს და 2018 წლიდან ბარსელონასა და პარიზის მიმართულებით იფრენს.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-ი თბილისი – ბარსელონა – თბილისის მიმართულებით ფრენა სავარაუდოდ 2018 წლის მარტის მეორე ნახევრიდან, ხოლო თბილისი – პარიზი – თბილისის მიმართულებით 2018 წლის ივნისიდან დაიწყებს.

ორივე მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით იფრენს. რაც შეეხება Wizz Air-ს, ის ბარსელონასა და პარიზის გარდა კიდევ ორი ახალი მიმართულებით (რომი, პრაღა) იფრენს.

Georgian Airways-ი პრაღის მიმართულებით რეისებს 2017 წლის გაზაფხულიდან უკვე ასრულებს, რაც შეეხება ბარსელონასა და პარიზს ავიაკომპანიამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.