ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენების რაოდენობას ზრდის. მალე კომპანია უკვე 13 ქვეყნის 19 მიმართულებით შეასრულებს ფრენებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის გახსნიდან ერთი წლის თავზე მგზავრთნაკადი გასამმაგდა.
ქუთაისის აეროპორტის ცნობით, 2017 წელს აეროპორტი 405 456 მგზავრს მოემსახურა, ეს მაჩვენებელი 49%-ით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით.
31%-ით გაიზარდა აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც და 2017 წელს 1 628 რეისს მიაღწია.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანია საქართველოში ავიამიმართულებების ქსელს ზრდის. იხსნება მეორე ბაზა. ამ დროისთვის კომპანიაში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
www.travelingeorgia.ge