ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz Air-მა უფასო ონლაინ რეგისტრაციის ვადები შეამცირა
18 აგვისტო, 2017

ევროპულმა „ლოუკოსტერმა“ Wizz Air-მა უფასო ონლაინ რეგისტრაციის ვადები შეამცირა.

თუ 15 აგვისტომდე ონლაინ რეგისტრაციის გავლა ფრენის თარიღამდე 30 დღით ადრე იყო შესაძლებელი, ამიერიდან ეს ვადა ფრენამდე 2 დღემდე მცირდება. ონლაინ რეგისტრაცია კი რეისამდე 2 საათით ადრე შეწყდება.

თავის მხრივ, Wizz Air-ის და ზოგადად “ლოუკოსტერების“ რეისებზე აეროპორტში რეგისტრაცია არის ფასიანი. იმ მგზავრებმა, რომელებმაც ბილეთი 15 აგვისტომდე შეიძინეს, მაგრამ ფრენა მოგვიანებითაა ჩანიშნული, მათ შემთხვევაში ონლაინ რეგისტრაცია კვლავინდებურად 30 დღის ადრე იქნება შესაძლებელი.

ასეთი ავიაბილეთების მფლობელებისათვის ონლაინ რეგისტრაცია ფრენამდე 3 საათით ადრე შეწყდება.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.