ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი 3 წუთამდე მცირდება
22 დეკემბერი, 2017

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს I ხაზზე, („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) პიკის საათებში მცირდება მატარებლების მოძრაობის ინტერვალი.

კომპანიის ცნობით, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს I ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები იმოძრავებენ 3 წუთიანი შუალედით. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის მეტრო შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგით და ინტერვალით იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკვე დაანონსა, რომ ახალი წლის ღამეს დაგეგმილ კონცერტებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასოდ იქნება შესაძლებელი.

საახალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ლოკაციაზე გაიმართება, რომელზე დასწრების მსურველებსაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა 04:00 საათამდე შეეძლებათ.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.