ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წინანდალში სასტუმრო „რედისონის” მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
21 ივლისი, 2017

წინანდალში სასტუმრო „რედისონის” მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება, – სასტუმროს მშენებლობის დეტალებზე საპარტნიორო ფონდის აღნმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ OPIC-ის წარმომადგენელთან ქენეთ ენჯელისთან განიხილა. პროექტს საპარტნიორო ფონდი სწორედ ამერიკული კორპორაციასთან ერთად ახორციელებს.

კახეთში ეს საერთაშორისო სტანდარტების, 5 ვარსკვლავიანი პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება. სასტუმრო ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ-ია. სასტუმრო 120-ნომრიანი იქნება და მასში შედის საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება.

დავით საგანელიძემ ქენეთ ენჯელისთან სხვა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა და გრძელვადიან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. OPIC -თან თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს მცირე და საშუალო საწარმოების ფონდ Gazelle Finance-ში თანამონაწილეობას.

საპარტნიორო ფონდში OPIC-ის მმართველ დირექტორთან ფონდის მენეჯმენტმა თანამშრომლობის ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.

საპარტნიორო ფონდსა და OPIC-ს შორის მემორანდუმი 2016 წლის გაზაფხულზე გაფორმდა.

ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერის მიზნით, OPIC-მა საქართველოში დღემდე 50-ზე მეტ პროექტში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაზრდის მიზნით, საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის მიწვევით, 2016 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა.

„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია” აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ მიმართავს. OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს.

OPIC–ის ყველა პროექტი გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. კორპორაცია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებსაც მოიცავს. ამ სტანდარტების დაცვით, OPIC ესწრაფვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, რომლებშიც მოღვაწეობს. OPIC-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე OPIC-მა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

OPIC წარმოადგენს ერთერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის” ქსელების ჩათვლით. დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.