ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წერეთელზე ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა
01 მაისი, 2018

წერეთლის №99-სა და №101-ს შორის მდებარე ეზოში ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანებული სივრცე მოეწყობა. სკვერის კეთილმოწყობის ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობა გამოეხმაურა მერიის ინიციატივას და ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა. „ჩვენი შეთავაზება იყო, გაგვეკეთებინა სკვერი ან სპორტული მოედანი. მოსახლეობამ სკვერი აირჩია. მოვაწყობთ ერთ-ერთ საუკეთესო გამწვანებულ სივრცეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება გადამდები. ჩვენ გვჭირდება მეტი გამწვანებული სივრცე, რათა გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პროექტებით ვერ შევძლებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას. თბილისის მერიას ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი აქვს დაგეგმილი, თუმცა უბნების დონეზე მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ბევრი უბანი გამოეხმაურება ამ წამოწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების ნაცვლად სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივით გასულ კვირას გამოვიდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.