ქართული ღვინო პოლონეთის ქალაქებში ზაკოპანესა და კრაკოვში წარადგინეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Malinova-ს ორგანიზებით, ზაკოპანეში ქართული ღვინის დეგუსტაცია სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობების თასის გათამაშების ფარგლებში მოეწყო.
Malinova-ს ორგანიზებულ ღონისძიებაზე კრაკოვში, ქართული ღვინო ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში დააგემოვნეს. დეგუსტაციაზე მუზეუმის წესების თანახმად, წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიების მხოლოდ თეთრი ღვინოები.

ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთმა კონტრაქტორიმაკომპანია Vinisfera-მ მიერ მოაწყო კრაკოვში, სადაც ღვინოსთან ერთად წარდგენილი იყო ქართული სამზარეულოც. სემინარს უძღვებოდა Vinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუს კაპჩინსკი და მას ადგილობრივი იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობა პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ჩატარდება.
პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 676 440 ღვინო, რაც 15%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,
2018 წლის იანვრის მონაცემებით ექსპორტირებული 177 018 ბოთლი ღვინო, რაც 13%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

www.travelingeorgia.ge