ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ველოსადგომები და ველობილიკი პეკინის ქუჩაზე - ფოტოები
21 სექტემბერი, 2017

პეკინის ქუჩაზე 1 კმ-იანი ველობილიკი დაიხაზა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ველობილიკთან ერთად, ველოსადგომები დამონტაჟდა. ამასთან, ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად გაკეთდა.

პეკინის გამზირზე ქუჩის რეაბილიტაცია 15 სექტემბერს დასრულდა. ამჟამად ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ქუჩის დახაზვის სამუშაოებს ახორციელებს.

რაც შეეხება გამწვანების სამუშაოებს, იგი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგრძელდება, რის შედეგადაც პეკინის ქუჩა ახალ სახეს მიიღებს.

width=501

width=501

width=500

width=500

width=501

width=500

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.