ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვარშავაში ქართული ღვინოები წარადგინეს
04 მაისი, 2018

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული ღვინოები წარადგინეს. დეგუსტაცია-სემინარი (Skin Cintact)  ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Vinisfera –ს ორგანიზებით გაიმართა.

დეგუსტაციას უძღვებოდა Vinisfera–ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე. ღვინოები წარმოდგენილი იყო კახეთის, იმერეთის, სამეგრელოსა და ქართლის რეგიონებიდან. 

დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია: “მევენახეობა ვაზიანი“, “ჯიველი“, “ვინო მარტვილი“, „მანდილი“, „თელავის ღვინის მარანი“, „ქინძმარაულის მარანი“, „გოცას საოჯახო მეურნეობა“, „ამირან ვეფხვაძის მეღვინეობა“ და „ნიკა ბახიას მარანი“.

პოლონეთი ქართული ღვინის  ერთ-ერთ სტრატეგიული ბაზარია და  ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 

2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ექსპორტირებულია  741 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც  32 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.ქართული ღვინის წარდგენას ჟურნალისტები, იმპორტიორები და ღვინის მწერლები დაესწრნენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.