ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება განიხილება
03 მაისი, 2018

თბილისის საკრებულო თბილისში ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის.

როგორც სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ინიციატივა პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს უკავშირდება.

ინიციატივას თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მას საზოგადოებაც მხარს დაუჭერს.

„თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ინიციატივის განხილვისთვის 20-დღიანი ვადაა განსაზღვრული, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.