ურაველის ხეობაში ურაველი-აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის ფარგლებში მონასტერთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა.
სამუშაოებისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,6 მლნ ლარია.
გზის რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება. პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
www.travelingeorgia.ge