უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საფეხმავლო ხიდი 4 თვით გადაიკეტა.
სამუშაოების გამო, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება.
საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს.
სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და მისი ღირებულება 515 515 ლარია.
www.travelingeorgia.ge