“უმასპინძლე საქართველოს” ფარგლებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებაში 89 მლნ-ია ინვესტირებული
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ “უმასპინძლე საქართველოს” კომპონენტის ფარგლებში 89 მლნ ლარია ინვესტირებული. სააგენტოს მონაცემებით, პროგრამის ფარგელბში დაფინანსებული 32 სასტუმრო 976 დამატებით ოთახს და 1050 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
სასტუმროები გაიხსნება ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიასა და გურჯაანში.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობის მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ახალი კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.
პროგრამა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობახ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, ან გააფართოვოს და გადაიარაღოს ინფრასტრუქტურა ასევე გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.
www.bpi.ge