ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ულიმიტო სასმელი 25 ლარად – თბილისში ახალი ბარი იხსნება
01 თებერვალი, 2019

8 თებერვალს, ცინცაძის 49 ნომერში ბარი იხსნება, სადაც მომხმარებელი მხოლოდ შესვლის დროს გადაიხდის 25 ლარს და შემდეგ ნებისმიერი რაოდენობის ალკოჰოლს მიიღებს. 

BM.GE The Fifth Element Bar-ს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ დაწესებულებაში შესვლა მხოლოდ 18+ ასაკის ადამიანებს შეეძლებათ.

„იქნება შვედური მაგიდა, რის შემადგენლობაშიც შევა არაყი, კონიაკი, ვისკი და ლუდი. რაც შეეხება კოქტეილს და წვენს, ეს ფასიანია და ბარმენთან შეგეძლებათ შეძენა”, – განაცხადეს ბარის წარმომადგენლებმა.

მათი თქმით, ობიექტზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქართველი ინვესტორის The Fifth Element Bar ძირითადად საღამოს საათებში, 22:00-დან 03:00 საათამდე იმუშავებს; მისი კონცეფცია კი, მომავალშიც იდენტური დარჩება და ეს 1-დღიან ან 1-კვირიან აქციას არ წარმოადგენს.

„უცხოეთში მხოლოდ ალკოჰოლური ბარების არსებობა ახალი არ არის. სახელი „მეხუთე ელემენტი“ ფილმიდან გამომდინარე არ შეგვირჩევია. როგორც იცით დედამიწაზე სულ 5 ელემენტია, 4 ნაცნობია 1 კი – უცნობი, რომელსაც ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ. ზოგს ეგონა, რომ ეს ოქრო იყო ან სხვა რამ, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მე-5 ამოუცნობი X ელემენტი ჩვენი ბარი იქნება“,  –  ამბობენ  ბარის წარმომადგენლები.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.