ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უფლისციხის ნაკრძალში საბავშვო გასართბი ატრაქცია მოეწყობა
14 სექტემბერი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით გრაკლიანის არქეოლოგიურ კომპლექსზე და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე სამეცნიერო კვლევა ძიებისა და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

 

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ახლადგამოვლენილ ნასახახლარზე მიმდინარე სამუშაოებს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

უწყების სამუშაო ჯგუფი უფლისციხის ნაკრძალზე დაწყებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო, რაც ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ატრაქციის მოწყობას გულისხმობს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.