მსოფლიოს 26 ქვეყანაში 2017 წელს 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი გავიდა. ეს მაჩვენებელი 78%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 39,4 მლნ დოლარის ბრენდი - მატება 70%-ს აღწევს.
რაც შეეხბა ჭაჭას, 2017 წელს 23 ქვეყანაში 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ქართული ჭაჭა გავიდა ექსპორტზე, რაც 180%-იან ზრდას ნიშნავს. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 846,3 ათას დოლარს შეადგენს, 2016 წელთან შედარებით 148%-ით მეტი.
მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge