უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 2018 წლის იანვარ-აპრილში 800 მლნ დოლარი დახარჯეს, ეს 27,5%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 4 თვეში საქართველოს 2,2 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით 937 ათასი იმყოფებოდა, ანუ ისინი უკვე ტურისტებად მიიჩნევიან.
მთავრობა წლის ბოლოსთვის ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მეტ ზრდას ელის, შესაბამისად გაიზარდება ამ სფეროდან შემოსავლები.
www.travelingeorgia.ge