ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან უცხოელები „ქინძმარაულს“ ირჩევენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია სწორედ „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი.
მეორე ადგილზეა „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, მას მოსდევს „წინანდალი“ – 3,4 მლნ, „ახაშენი“ – 1,5 მლნ, „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი და სხვა.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge