ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჰეღოს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს პრემიერ მამუკა ბახტაძის ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.
ნასოფლარი მდებარეობს პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფ. გირევის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 2 კმ-ის მანძილზე. ნასოფლარი მდინარის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ციცაბო კალთაზეა განლაგებული.
ნაგებობების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა მოღწეული, ნაწილი კი მხოლოდ გეგმის დონეზეა შემორჩენილი. უკეთ არის მოღწეული ოთხი კოშკი და ნასოფლარის ზემოთ მდებარე იოანე ნათლისცემლის ხატი. იოანე ნათლისმცემლის ხატი, კომპლექსი, მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილოეთით, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკები, მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, აღმოსავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისაგან 8 მ-ის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია.
კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდელი ნაგებობის დასავლეთ კედელი, რომელშიც კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია. ეს კედელი კოშკების დასავლეთ კედლებთან ერთად ერთ სიბრტყეს ქმნის. კედლის პირდაპირ მშრალი წყობით ნაგები ფიქლის ტერასაა. კედელიც და ტერასაც რელიეფს მიჰყვება.

www.travelingeorgia.ge