ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთში Preferred Hotels and Resorts-ის ქსელის სასტუმრო გაიხსნება
12 თებერვალი, 2018

პირველად თუშეთში, სოფელ ომალოში 43 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც საერთაშორისო ბრენდის Preferred Hotels&Resorts წევრი იქნება.

პირველ სტუმრებს სასტუმრო „სამზეო“ 2018 წლის შემოდგომიდან მიიღებს.

დასაწყისისთვის სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

Preferred Hotels&Resorts-ის ქსელი მსოფლიოს 85 ქვეყანაში 650 სასტუმროს აერთიანებს. სასტუმროში განთავსდება პრემიუმ კლასის რესტორანი, საუნა, სპა, ლაუნჯი. დამსვენებელს თუ ტურისტს საშუალება ექნება ისარგებლოს საკონფერენციო მომსახურებით.

პროექტი „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდება.

2018 წლის იანვრის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 110 მლნ ლარია. სასტუმროები შექმნიან დამატებით 1174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.