ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმმა საქართველოს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა
29 მაისი, 2018

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშილი ტურიზმის სფეროდან მიღებულ სარგებელზე საუბრობს. მისი თქმით, სექტორს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლები მოაქვს და რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის.

„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის, პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ ვითვლით 180 ათასამდე სამუშაო ადგილს. შარშან ტურიზმმა ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ტურიზმის სექტორში მომუშავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ.

ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებმა, რომლებიც საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას უწყობენ ხელს, პრეზენტაციები წარუდგინეს საერთაშორისო დონორებს. შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებიც დონორთა დახმარებით ტურიზმის ინდუსტრიაში ხორციელდება.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკის (KfW), მსოფლიო ბანკის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აგრეთვე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, კავკასიის ბუნების ფონდის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.