ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 14 აპრილს მეოთხე სტუდენტური კონფერენცია იმართება.
კონფერენციის თემა ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნებია“.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებს.
ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ მეხუთე სტრატეგიული მიზნის ერთ-ერთი სპეციფიკური ამოცანის შესრულებას:
5.1. სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტული პროდუქტებისა და ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში.
კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
19 მარტი– თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
22 მარტი- მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატებისგანსაზღვრა და მათი ინფორმირება.
28 მარტი- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
5 აპრილი-შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
14 აპრილი- პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.
სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიანსპეციალური პრიზებითდა კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
www.travelingeorgia.ge