ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგულ სტრატეგიას ცვლის და ევროკავშირის ბაზრის ათვისებას გეგმავს
28 მარტი, 2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ სტრატეგიას ცვლის და ევროკავშირის ბაზრის ათვისებას გეგმავს. 

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა bm.ge-ის განუცხადა, უახლოეს მომავალში საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ბაზრების ათვისება მოხდება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა: აშშ, იაპონია და ჩინეთი. 

“ევროკავშირის ქვეყნებში უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ნებისმიერი ქვეყანა ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია და ეს არის მიმართულება, სადაც ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ”, – განმარტა ქვრივიშვილმა. 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებითვე, ადმინისტრაციამ მარკეტინული მიმართულება შეცვალა. 

“ჩვენ თარგეტირებულ მარკეტინგულ აქტივობებზე გადავდივართ, რაც კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიებთან კონკრეტული მესიჯებით საუბარს გულისხმობს. საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობები ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.