ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაცია CNN-თან და BBC-სთან თანამშრომლობას იწყებს
11 მარტი, 2019

საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში წამყვან მედიასაშუალებებთან და ონლაინ ტურისტულ პლატმორმებთან თანამშრომლობას იწყებს. 

ბერლინში გამართული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის, BBC-ის, National Geographic-ის, Expedia-ს და სხვას გავლენიანი მედიასაშულებების და ონლაინ პლატფორმების წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი შეეხო იმას, თუ რა ფორმით მოხდება სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაცია.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.