საქართველოს ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმზე მოდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წილი ტურიზმის სექტორზე მოდის და 3.3%-ული პუნქტი შეადგინა.
მინისტრის თქმით, გაზრდილია შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან, მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 31.3%-ტით (56.3 მლნ დოლარით) გაიზარდა და 236.5 მლნ დოლარი შეადგინა.
იანვარ-მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 28.8%-ით (125.5 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 560.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეერხება, ვიზიტორების რაოდენობას, იანვარ-მარტში 15.5%-ით გაიზარდა და 1,463.6 ათასი შეადგინა, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 28.2%-ით გაიზარდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესპანეთი (ზრდა 79%), გაერთიანებული სამეფო (53%), ნიდერლანდები (46%), გერმანია (27%), საფრანგეთი (24%) და სხვა.