ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება
06 იანვარი, 2018

2017 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები მიიღო. როგორც ტურიზმის ეროვნლ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტურიზმის უკვე ეკონომიკის მნიშვნელოვანია სექტორია.

“შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდი დოლარს, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7 მილიარდი დოლარი მიიღო. 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს. პირველად წელს ჩვენ გვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ დოლარს,” - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

2017 წლის I-III კვარტლის სტატისტიკური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2.2 მილიარდი დოლარია, რაც 489 მილიონი დოლარით (+29%) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის I-III კვარტლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 11.5%.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.