ტურისტული ბუმი საქართველოში - ქვეყანას 2017 წელს 7,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია
საქართველოს 2017 წელს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ეს მაჩვენებელი 1,194,433-ით ანუ 18.8%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.
რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვს, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,478,932 შეადგინა (+27.9%).
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის მხოლოდ დეკემბერში ქვეყანას 600,004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113,402-ით მეტია 2016 წლის დეკემებრთან შედარებით (+23.3%).
დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 234,969-ს მიაღწია (+31.7%).
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%), თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%), ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა.
პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო (+39.9%), ნიდერლანდები (+31.1%), ესპანეთი (+29.9%), საფრანგეთი (+29.6%) და გერმანია (+25.7%). განსაკუთრებული ზრდაა ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.
მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge