ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტულად მნიშვნელოვანი ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის რეაბილიტაცია დასრულდა
12 თებერვალი, 2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები და ტურისტები განახლებული, კომფორტული გზით ისარგებლებენ. ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილოტაცია დასრულდა. 

გზა მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით, რამდენადაც რეაბილიტირებული მონაკვეთი აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, გაკეთდა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 992 801 ლარით დაფინანსდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.