ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტებს ცუცხვათის ციხესთან მისვლა გაუადვილდებათ
30 იანვარი, 2018

ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შეასძლებელი. ორპირი - ცუცხვათი - მღვიმეს 10.5 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ორპირი–ცუცხვათი–მღვიმეს მონაკვეთი განლაგებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გადის შემდეგ სოფლებს: ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი. გზა იწყება ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან და სრულდება სოფელ ცუცხვათთან. ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ განხორციელებულა და თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი. მოეწყო გვერდულები, გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ავტოპავილიონები, ფოლადის ბაგირები, პარაპეტები, ჩატარდა მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები. რეაბილიტირდა სახიდე გადასასვლელი.

მონაკვეთი უკავშირდება, ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებს და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისს, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მღვიმეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სარეაბილიტაციო გზის ბოლო 274 გრძივი მეტრის ნაცვლად, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი გრანიტის ძელურებით (ე.წ „ბრუშატკა“) და ავტომანქანების სადგომი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 971 600 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ყაზახურმა კომპანია BI Group-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა. პროექტის ფარგლებში 270 ადამიანი დასაქმდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.