„ტურისტებმა ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა 2 საათში კომფორტული და უსაფრთხო გზით უნდა შეძლონ“
„ტურისტებმა ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა 2 საათში კომფორტული და უსაფრთხო გზით უნდა შეძლონ“
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მიიჩნევს, რომ ტურისტმა ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა 2-2,5 საათში კომფორტული და უსაფრთხო გზით უნდა შეძლოს. ამ მიზნით მთავრობა მიზიდულობის 2 ცენტრს ქმნის თბილისსა და ქუთაისში.
მინისტრმა გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა:
"თბილისიდან ეს არის გუდაურის, კახეთის მიმართულება, წითელი ხიდი-სადახლო, მარნეული-დმანისი-ბოლნისის მიმართულებები, ამიტომ ყველა ამ პროექტს ვიწყებთ წელს. კახეთისა და წითელიხიდი-სადახლოს მიმართულებით ცოტა მოგვიანებით გამოვაცხადებთ ტენდერებს, რადგან ალბათ ზაფხულის პერიოდში გვექნება დეტალური პროექტები ამ მონაკვეთებზე.
ასევე მნიშვნელოვანია მთის გზები რასაც ვაკეთებთ, ძალიან მალე დავიწყებთ რაჭის მიმართულებით გზის მშენებლობას, ასევე წელს ვიწყებთ პირველად სამუშაოებს ბაღდათიდან აბასთუმნის მიმართულებით, წელსვე დაიწყება მუშაობა თუშეთს გზაზე და ყაზბეგის მიმართულებით, ანუ იკვრება ეს გზა. პროექტებს ვიღებთ ნაწილ-ნაწილ და როგორც კი შემოგვდის, მაშინვე ვიწყებთ სატენდერო პროცედურებს. ასევე ვიწყებთ ხულო-ზარზმას მონაკვეთს, ორ კვირაში მოვაწერთ ხელს კონტრაქტორთან ხელშეკრულებას ამ გზის მშენებლობაზე“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ „საქმის კურსში“.
www.travelingeorgia.ge