თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება.
როგორც “სითი კვირას” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი.
მათივე ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან – 1 ლარის ფარგლებში იქნება. მისი მეშვეობით „მაღლივი – ბაგების“ მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.
პროექტს შპს „საქსპეცტრანსი“ ახორციელებს.
commersant.ge