ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოში ძველი სანატორიუმების აღდგენა იწყება
07 ივნისი, 2018

წყალტუბოს კურორტის განვითარების პროექტის ფარგლებში, ძველი სანატორიუმების აღდგენა იწყება. როგორც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ “იმედთან“ განაცხადა, ამ მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

საგანელიძის თქმით, სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები სხვა საცხოვრებელ ფართებში გადანაწილდებიან.

პროექტის ზუსტი ღირებულება ამ დროისთვის უცნობია, თუმცა პროექტი სოცლიაურ საინვესტიციო დანახარჯებს მოითხოვს.

ფონდი წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიმართულებით ინვესტორების დაინტერესების მიზნით მისი საინვესტიციო პაკეტების მომზადებაზე მუშაობს.

„ამჟამად ფონდი წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ინვესტორებისთვის საინვესტიციო პაკეტის მოსამზადებლად მუშაობს. საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია; აშენდა რამდენიმე სასტუმრო, თუმცა, აუცილებელია ძველი სანატორიუმების რეაბილიტაცია დაიწყოს," - განაცხადა დავით საგანელიძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.