ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წალენჯიხაში წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა აღმოაჩინეს
03 აგვისტო, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში, სადაც კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა აღმოაჩინეს.

სასულიერო აკადემიის ხატწერის, კათედრის გამგე, პროფესორის მერაბ ბუჩუკურის თქმით, აღმოჩენა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ფრესკა XIV საუკუნეში ბიზანტიელი ხატმწერის კირ მანუელ ევგენიკოს მიერ 1384-96 წლებში არის მოხატული.

წმინდა ნინოს ფრესკები საქართველოს ტაძრებში XII-XIII საუკუნეებამდე არ გვხვდება. პროფესორის თქმით, წმინდა დედები არსად არიან გამოსახული წიგნით ხელში, წმინდა ნინო წიგნითაა რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველთა განმანათლებელია, ნათლად ადასტურებს ასომთავრულით შემორჩენილი წარწერაც „წმინდა ნინო“.

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია სამუშაოების პირველი ეტაპი.

ექვთიმე თაყაიშვილის კვლევის მიხედვით წალენჯიხის ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეებში, ეკლესიისთვის გარშემორტყმული შტოები შემოუვლია ვამეყ I დადიანს(1384-96). მარი ბროსეს მიხედვით კი მთელი ეკლესია ვამეყ I-მა ააგო და მისი ბრძანებით კონსტანტინეპოლიდან მოსულ მანუელ ევგენიკოსს მოუხატავს. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.