ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტოჩინოშინი და ქართული ღვინო - წარდგენა ტოკიოსა და ოსაკაში
20 თებერვალი, 2018

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში ქართული ღვინის 35 კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო წარადგინეს.

ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ. ტოჩინოშინის სტუმრობა გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი - დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები -დაესწრო.

დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია Red Bridge-ს, რომელიც ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს და ქართული ღვინისთვის მზარდი საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს ქართული ღვინის კომპანიები წარმოდგენილი იქნება იაპონიის მასშტაბურ გამოფენებზე Wine & Gourmet Show და FOODEX JAPAN, ასევე სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.