ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
The Sunday Times: საქართველო-მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ქვეყანაა?
08 იანვარი, 2019

„საქართველო-მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ქვეყანაა?“,-ამ სათაურით სტატიას გამოცემა The Sunday Times ავრცელებს.

სტატიის ავტორი ჯეიმს სტრაჩანი თბილისში მისი პირველი მოგზაურობისა და შთაბეჭდილებების შესახებ წერს.

ავტორის თქმით, პირველად, როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ქართველი მეგობრის სახლში ისადილეს, იქ სულ რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩნენ, თუმცა იგი ქართულმა სამზარეულომ და სტუმართმოყვარეობამ აღაფრთოვანა.  როგორც ჯეიმს სტრაჩანი სტატიაში აღნიშნავს, მაგიდაზე იყო ღვინო, ჭაჭა -მომაკვდინებელი ადგილობრივი ბრენდი.

„ქართველებს სიცოცხლისადმი საკმაოდ მშვიდი დამოკიდებულება ჰქონდათ. ისინი სვამენ სასმელს, წერენ პოეზიას და ზეიმობენ, როდესაც შეუძლიათ, რადგან  არასოდეს იციან, როდის შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. როგორც “The Sunday Times” – ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი, ბევრ დროს ვატარებ იმ ადგილებში, სადაც არ მომელიან, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლისას თავი საკუთარ სახლში ვიგრძენი“,-წერს სტატიის ავტორი.

Ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.