The Guardian მომხმარებელს იმ 10 სასმელის სიას სთავაზობს, რომელიც ზამთარში გათბობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
ამ ათეულში პირველ ადგილს კი, ქართული ჭაჭა იკავებს.
The Guardian ჭაჭას ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სასმელად ახასიათებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჭაჭა სახელგანთქმულია როგორც უხეში და ძლიერი სასმელი, თბილისის დახვეწილ რესტორნებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, დააგემოვნოთ შედარებით რბილი და მსუბუქი ჭაჭა“, – წერს გამოცემა და მკითხველს თბილისში, სოლოლაკში მდებარე „Chacha Time“-ში სტუმრობას ურჩევს.
„ეს არის ერთადერთი ბარი ქალაქში, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ ჭაჭასა და ხილის კონიაკს სთავაზობს. ასევე შესაძლებლობა გექნებათ, შეიძინოთ სახლში დამზადებული და ბრენდირებული სასმელი“, – ნათქვამია სტატიაში.
The Guardian-ის რეიტინგში პოლონური Grzane piwo-ც (გლინტვეინის მსგავსი სასმელი) სასმელიც მოხვდა, რომელიც თბილ და ტკბილ ღვინოს წარმოადგენს და მისი დაგემოვნება კაფე-ბარ Klubokawiarnia-ში არის შესაძლებელი.
მესამე ადგილს დანიური Gløgg იკავებს, რომელიც წითელი ღვინით, პორტვეინითა და სხვადასხვა სანელებლებით, თხილითა და ნუშით მზადდება. გაზეთი მომხმარებელს ამ სასმელის დაგემოვნებას, სასტუმრო d’Angleterre-სა და Hviids Vinstue-ის ბარში ურჩევს.
გამოცემის 10-ეულში მოხვდნენ: სასმელი Mumma, რომელიც შვედური შობის განუყოფელი ნაწილია, ავსტრიული Jägertee, რომელიც მონადირის ჩაის სახელითაა ცნობილი; ბერძნული სასმელი – Rakomelo, ასევე, Cola de mono – ჩილეს საშობაო და საახალწლო სასმელი და იაპონური სასმელი Hirezake, რომელიც იაფფაიანი საკეს გემოს გასაუმჯობესებლად შეიქმნა.
ათეულის ბოლოშია Jólaglögg – ისლანდიური სასმელია და ინგლისური Mulled cider, რომელიც გამოცემის შეფასებით, ზამთარში გათბობს ერთ-ერთ საუკეთესოს საშუალებას წარმოადგენს.