ტერასის ხიდი, წყლის შადრევანი და განათება - როგორი იქნება სკვერი გრიშაშვილის ქუჩაზე
ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი - გრიშაშვილის ქუჩა N51-ის მიმდებარედ სკვერი მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
.jpg)
ახალი სკვერი 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური გაზონი მოეწყობა. დამონტაჟდება სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
.jpg)
სკვერის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.
სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი. კრწანისის მოსახლეობა სკვერით სარგებლობა ოქტომბრის ბოლოდან შეძლებს.
.jpg)
www.travelingeorgia.ge