„ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსზე“ წარდგენილმა „თელიანი ველის“ სამივე ღვინომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა:
-
„გლეხური რქაწითელი ქვევრი 2015“ – ოქრო
-
„გლეხური ქისი ქვევრი 2015“- ვერცხლი
-
„გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2015“ – ბრინჯაო
„ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი“ იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა.
კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
კონკურსზე წარმოდგენილი 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა – ვერცხლის და 29-მ – ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. კონკურსში საქართველოს გარდა ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია და სხვა.
„ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის“ ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით „ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურა, წარდგენილი იქნება საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი“ იმართება“.
www.bpi.ge