ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თებერვალში ვიზიტორთა ნაკადი 0.4%-ით დაეცა
05 მარტი, 2019

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, 2018 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.4%-ით დაეცა. 

თებერვალში საქართველოს საზღვარი 469,545-ჯერ გადმოკვეთეს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს შემცირება სომხეთიდან, თურქეთიდან და ირანიდან ვიზიტორთა ნაკადის ვარდნას უკავშირდება. 

რაც შეეხება ტურისტების, ანუ მათ რაოდენობას ვინც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩა, ის 5.1%-ით გაიზარდა. 2018 წლის თებერვალში 235,712 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წლის თებერვალში 247,705. 

  1. აზერბაიჯანი – 83,51 ვიზიტი, რაოდენობა უცვლელია 0.0%;
  2. სომხეთი – 70,078 ვიზიტი, კლება წინა წელთან -10.7%;
  3. რუსეთი – 69,675 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 14.7%’
  4. თურქეთი – 61,594 ვიზიტი, კლება წინა წელთან -19.8%
  5. უკრაინა – 10,122 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან13.1%
  6. ირანი – 7,549 ვიზიტი, კლება წინა წელთან -48.4%
  7. ისრაელი – 7,153 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 198.4%
  8. ინდოეთი – 3,527 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 26.8%
  9. ფილიპინები – 3,252 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 11.0%
  10. ყაზახეთი -2,768 ვიზიტი, ზრდა წინა წელთან 34.4%

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.