ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. „პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ხდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება. სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს“, - აღნიშნავს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილი განცხადებით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო.
www.travelingeorgia.ge