პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 17-20 მაისს გამოფენების „ცენტრ ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair (TAF) გაიმართება.
3 დღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25-ზე მეტი გალერეა და 35-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილეთა სელექციას ახდენს სპეციალურად მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი, რაც ნამუშევრების მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. TAF-ის საბჭოს წევრებს შორის არიან ისეთი პროფესიონალები, როგორიცაა: რიტა იანსენი ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში ახლო აღმოსავლეთში და ნიკოლას ვ. ილინი გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში.
თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება შემეცნებითი პროგრამებით: ლექციებით, მასტერ-კლასებით და ღია ფორუმებით.
Tbilisi Art Fair- ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება.რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციას.
Tbiisi Art Fair 2018- ის მხარდამჭერები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია -პროექტი Check in Geirgia, თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თიბისი ბანკი.
www.travelingeorgia.ge