ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში უშანგი ჩხეიძის 22 ნომერში 65 ნომრიანი სასტუმრო შენდება
19 აგვისტო, 2019

თბილისში უშანგი ჩხეიძის 22 ნომერში 65 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით დამკვეთები აკაკი მაჭარაშვილი და ლევან ჩაჩუა არიან.  შენობას კონსტრუქციულად 5 სართული ექნება. როგორც ლევან ჩაჩუა აცხადებს პროექტში დაახლოებით 2 მლნ  დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 15 თებერვალს გაიცა. სასტუმროს მშენებლობა კი 1 წელში დასრულდება.

როგორც არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ შენობაში ვხვდებით 0 სართულზე  სადაც განთავსებულია შვიდი ნომერი აქედან ერთი ნომერი  განკუთვნილია შშმპ-თვის. ფოიე, ოფისები, სან. კვანძები, ორი კიბე, ორი ლიფტი, აქედან ერთი არის სახანძრო და შშმპ-თვის, 7 ღერძზე ა-ბ მონაკვეთში დაპროექტებულია ბაღში გასასვლელი კარი, ასევე 1 ღერძზე ბ-ა მონაკვეთში განსაზღვრულია საევაკუაციო კარი, აქვე 1 ღერძთან ეზოში განლაგებულია საქვაბე და გენერატორი.

სანაპიროს მხრიდან პირველ სართულზე განთავსებულია სასაუზმე სივრცეები, სამზარეულო, შეხვედრების ოთახი, სან. კვანძები. სახანძრო ტუმბო და წყლის ავზი.

2, 3, 4 სართულები იდენტურია. თითოეულ სართულზე განთავსებულია 17 სასტუმრო ნომერი, ორი კიბე და ორი ლიფტი.

5 სართულზე შენობა ორ სეგმენტად არის გაყოფილი ტერასით(საზოგადოებრივი სივრცე) და ეს ორი სეგმენტი დაკავშირებულია შემინული დერეფნით. ასევე ბაღის მხარეს განთავსებულია ვერანდა.

სასტუმრო შენობის მოპირკეთება გადაწყვეტილია შემდეგი მოსაპირკეთებელი მასალებით – აგური, ტრავერტინის ქვა, სპილენძის ფურცლები. გადახურვა შესრულდება სპილენძის ფურცლებით

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.