ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ტაქსებისთვის ერთიანი ვიზუალური სტანდარტი ამოქმედდება
19 სექტემბერი, 2018

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, თბილისის მერია ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე მუშაობს. ახალი ნორმები 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი ერთიან სტანდარტში მოექცევა.

„ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია. ეს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. ერთიანი ვიზუალური სტანდარტი პირველი ნოემბრისთვის უკვე იქნება დამტკიცებული. ამ დროიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის მიმწოდებლებს ეცოდინებათ, თუ როგორი იქნება 2019 წლიდან ეს მოთხოვნები. აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ასევე, ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს შეუქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილზე რეკლამისთვის გამოყოფილი ადგილით ისარგებლონ და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.