ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში, სასტუმრო Park Inn by Radisson-ის მშენებლობა თებერვალში დაიწყება
04 თებერვალი, 2019

თბილისში, სასტუმრო „თორის“ ნაცვლად Park Inn by Radisson-ის მშენებლობა თებერვალში დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, ტენდერების ნაწილი უკვე გამოცხადებულია. მიმდინარეობს პროექტის ოპერატორის შერჩევა.

როგორც ჯანაშვილი განმარტავს, მოსამზადებელი სამუშაოები სავარაუდოდ 1 თვეში დასრულდება და მშენებლობა თებერვალში დაიწყება. ამ ეტაპზე ძველი სასტუმროს დემონტაჟი უკვე დასრულებულია.

პროექტში, კომპანიის პარტნიორები არიან „საპარტნიორო ფონდი“ და „საქართველოს ბანკი“. სასტუმროს მშენებლობას 2 წელი დასჭირდება საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია. Park Inn by Radisson 200 ნომერს, კაფე- რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს გააერთიანებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.